პროექტის მთავარი იდეა-გაეცნონ მეზობელი სოფლიის ისტორიას,როგორც
ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს ქართველი ხლხისათვის,შეხვდნენ სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს.
პროექტის აქტუალობა-მოსწავლეები შესძლებენ შესწავლილი
ლექსიკის გამოყენებას ბუნებრივ პირობებში,გაიმდიდრებენ ლექსიკას.
პროექტის მიზანი-მოძიებული მასალის საფუძველზე გაიმდიდრებენ
ქართული ენის ლექსიკას,საქართველოს ისტორიიდან გაეცნობიან წმინდა ნინოს შემოსვლას საქართველოში,ქრისტიანობის
არსსა და მნიშველობას.
მოსწავლეთა ასაკი-15-16 წელი.
ვადები და ხანგრძლივობა-სექტემბერი,ოქტომბერი.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები-გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების,დამატებით
ლიტერატურასა და ლექსიკონზე მუშაობის,თარგმნის,ანალიზისა და გადმოცემის უნარი,გაუმდიდრდებათ
ქართული ენის ლექსიკური მარაგი,აუმაღლდებათ მოტივაცია.
პროექტისათვის საჭირო ძ ირითადი რესურსები-საქართველოს რუკა,ანა კალანდაძის
ლექსი ,,მოდიოდა ნინო მთებით,, ლექსები საქართველოზე,საქარტველოს ისტორიის სახელმძღვანელო,კომპიუტერი.
No comments:
Post a Comment